თბილისის გრან პრიზე ლიდერების გარეშე
Aa
Aa

თბილისის გრან პრიზე ლიდერების გარეშე

29-31 მარტს თბილისი ძიუდოს გრან პრის უმასპინძლებს. დედაქალქში გასამართ ტურნირზე მონაწილეობას 53 ქვეყნის 410 სპორტსმენი მიიღებს.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე 37 ძიუდოისტით იასპარეზებს - 28 ვაჟი და 9 გოგონა.

შარშანდელ ტურნირში საქართველოს ნაკრებმა 5 ოქროს, 3 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

 

ვაჟები

60 : თემურ ნოზაძე, ჯაბა პაპინაშვილი, ირაკლი კუპატაძე, ლუხუმ ჩხვიმიანი.

66: ნიკო ჭიკაიძე, გიორგი გუგულაშვილი, გიორგი ტუტაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი.

73: ფრიდონ გიგანი, ვალერი იაშვილი, გიორგი ჩიხელიძე, ლაშა გიუნაშვილი.

81: ბექა დონღვანი, კობა მჭედლიშვილი, გიორგი კაციაშვილი, ტატო გრიგალაშვილი.

90: გიორგი პაპუნაშვილი, უშანგი მარგიანი, იმედა გოგოლაძე, ავთანდილ ჭრიკიშვილი

100: ლაშა ტაველური, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, გიორგი ჩიქოვანი.

+100: ლევან მატიაშვილი, გელა ზაალიშვილი, ონისე ბუღაძე, გიორგი ზაქარიაძე.

გოგონები

48: ნატალია ყიფშიძე, მარიამ ციხელაშვილი, მარი მახარაშვილი.

52: მარიამ ჯანაშვილი, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი.

57: ეთერ ლიპარტელიანი.

63: მზია ბებოშვილი.

70: მარიამ ჭანტურია.

+78: სოფიო სომხიშვილი

მსგავსი სიახლეები