გვილია: ''ბრძოლა გრძელდება, ირლანდიაში გამარჯვება გვსურს''
Aa
Aa

გვილია: ''ბრძოლა გრძელდება, ირლანდიაში გამარჯვება გვსურს''

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ვაკო გვილიამ ირლანდიასთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა.

ვაკო გვილია: „რა თქმა უნდა, ირლანდიის წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მარცხით დავიწყეთ, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. შვეიცარიას ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს და ბრძოლა გრძელდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ირლანდიიდან სამი ქულა წავიღოთ და ჩვენთვის უსიამოვნო ისტორია დავასრულოთ.”

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი 26 მარტს, ადგილობრივი დროით 19:45 საათზე დაიწყება (თბილისის დროით 23:45). შეხვედრა ''ავივაზე'' შედგება.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები