Aa
Aa

FIFA "ჩელსის" აპელაციას 11 აპრილს განიხილავს

ბრიტანული პრესის ინფორმაციით მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო „ლონდონის ჩელსის“ აპელაციას 11 აპრილს განიხილავს. საქმე დისკვალიფიკაციას და ფულად ჯარიმას ეხება.

თებერვალში FIFA-მ „არისტოკრატებს“ 460 000 ფუნტის გადახდა დაააკისრა და ტრანსფერების განხორციელება აუკრძალა. ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გადაწყვეტილება სამწლიანი გამოძიების შედეგად მიიღო.

FIFA „ლურჯებს“ 18 წლამდე ასაკის 29 ფეხბურთელის წესების დარღვევით გაფორმებას ედავება. ყველაფერი კი ბერნარ ტრაორეს ტრანსფერის შესწავლით დაიწყო.

„სტემფორდ ბრიჯის“ მკვიდრები ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფებენ და მზად არიან საკუთარი სიმართლე დაამტკიცონ. FIFA-ს გადაწყვეტილებამ „არისტოკრატთა“ ქომაგი საგონებელში ჩააგდო.

ლონდონელი გულშემატკივარი მიიჩნევს, რომ დისკვალიფიკაცია გუნდის სამომავლო გეგმებს სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს და „ჩელსის“ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები