Aa
Aa

NFL-ის ახალი სეზონი "გრინ ბეისა პეკერსისა" და "ჩიკაგო ბეარსის" დაპირისპირებით გაიხსნება

2018-19 წლების სეზონი NFL-სთვის განსაკუთრებულია. ნაციონალური საფეხბურთო ლიგა დაარსების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. NFL-ის მესვეურებმა გადაწყვიტეს გულშემატკივრებს საჩუქარი გაუკეთონ. მომდევნო სეზონის გახნით შეხვედრაში ერთმანეთს ისტორიული მეტოქეები, „გრინ ბეი“ და „ჩიკაგო“ შეერკინებიან.

„პეკერსებისა“ და „ბეარსის“ დაპირისპირება სათავეს 1921 წლიდან იღებს. რეგულარულისა და პლეიოფის ჩათვლით ისინი ერთმანეთს 198-ჯერ გაეჯიბრნენ. ჯერჯერობით უპირატესობას „გრინ ბეი“ ფლობს. „პეკერსებმა“ 97 მატჩში იმარჯვეს, „დათვებმა“ სასურველი შედეგის დაფიქსირება 95-ჯერ მოახერხეს. 6 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

„გრინ ბეი“ მომდევნო სეზონს სერიოზული ამბიციებით ხვდება. „პეკერსებს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ და რამდენიმე ძლიერი მოთამაშეც დაიმატეს. ვისკონსინელებმა შარშან საშინლად იასპარეზა და გუნდის ქომაგებს იმედი აქვთ წლეულს აბსოლუტურად განსხვავებულ თამაშს იხილავენ.

რაც შეეხება „ჩიკაგოს“, „დათვებმა“ გასულ სეზონში პლეიოფში მოახერხეს გასვლა, მაგრამ „ფილადელფია იგლზის“ წინააღმდეგ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ. „ბეარსს“ NFL-ში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა ჰყავს, მაგრამ შეტევა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება.

ცხელი ამბები