Aa
Aa

ანდერსონი 1/8 ფინალში დიმიტროვის დამმარცხებელ ტომპსონს შეხვდება

მსოფლიოს მე-7 ჩოგანმა, კევინ ანდერსონმა მაიამის მასტერსზე წარმატებული სვლა პორტუგალიელ ჟოაო სოუზასთან 2 სეტიანი გამარჯვებით გააგრძელა. სამხრეთ აფრიკელმა ჩოგბურთელმა საკუთარ ჩაწოდებაზე შესანიშნავად ითამაშა, იგი მეტოქეს არცერთხელ არ დაუთმო და 6:4; 7:6 იმარჯვა.

ანდერსონი შემდეგ წრეში ავსტრალიელ ჯორდან ტომპსონს დაუპირისპირდება, რომელმაც ტურნირიდან გრიგორ დიმიტროვი გამოთიშა. მარად ნიჭიერმა ბულგარელმა წინა რაუნდში ფელისიანო ლოპესი გაანადგურა და ტომპსონთანაც აშკარა ფავორიტად ითვლებოდა.

მატჩი საკმაოდ თანაბარი და ძალიან დაძაბული გამოდგა, პირველი სეტი ავსტრალიელმა გვიანი ბრეიკით მოიგო, მეორე პარტიაში კი დიმიტროვს სეტზე ჩაწოდების საშუალება მიეცა, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა, ზედიზედ 3 გეიმი წააგო და თამაშიც 5:7; 5:7 დათმო.

თავისი მატჩი მოიგო როჯერ ფედერერმა, რომელმაც სერბ ფილიპ კრაინოვიჩს 7:5; 6:3 აჯობა. შვეიცარიელი „მაესტროს“ მომდევნო მეტოქე რუსი დანილ მედვედევი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები