Aa
Aa

როგორც იქნა! - 680 დღიანი პაუზის შემდეგ "ტოტენჰემი" საკუთარ სტადიონზე ითამაშებს

ლონდონის „ტოტენჰემის“ გულშემატკივრების ლოდინი დასრულდა და მათი საყვარელი გუნდი ამიერიდან ისევ საშინაო არენაზე ითამაშებს. 680 დღიანი პაუზის შემდეგ, „დეზებს“ შეუძლიათ, რომ მეტოქეები თავიანთ სტადიონზე მიიღონ და მათი „უემბლიზე“ მასპინძლობა აღარ მოუწევთ.

Totenham Hotspur New Stadium-ზე პირველი ოფიციალური მატჩი უკვე გაიმართა, „ტოტენჰემის“ 18 წლამდელთა გუნდის ფეხბურთელებმა „საუთჰემპტონელი“ თანატოლები 3:1 დაამარცხეს. სხვათა შორის, „ტოტეს“ რიგებში მაურისიო პოჩეტინოს ვაჟი, 17 წლის მაურიციო პოჩეტინო შეცვლაზე გამოვიდა.

ულტრათანამედროვე სტადიონის აგება მილიარდ ფუნტზე მეტი დაჯდა და მისი მშენებლობა დაახლოებით 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. არენა 62 062 მაყურებელზეა გათვლილი.

„ტოტენჰემის“ საშინაო არენა 1899 წლიდან „უაიტ ჰარტ ლეინი“ იყო, რომელზეც გუნდმა რიგით 2533-ე და შესაბამისად, ბოლო მატჩი 2017 წლის მაისში „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ჩაატარა.

ლონდონელები ახალ სტადიონზე პირველ შეხვედრას 3 აპრილს, კიდევ ერთი დედაქალაქური კლუბის, „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები