მოსკოვში გამართულ სამბისტთა მსოფლიო თასზე ქართველებმა 5 მედალი მოიპოვეს!
Aa
Aa

მოსკოვში გამართულ სამბისტთა მსოფლიო თასზე ქართველებმა 5 მედალი მოიპოვეს!

მოსკოვში „ხარლამპიევის მემორიალზე“ სამბისტთა მსოფლიო თასის გათამაშება ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ნაკრებმაც მიიღო.

ქართველმა სამბისტებმა გათამაშება წარმატებით ჩაატარეს და ხუთი სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს - 2 ოქრო და 3 ვერცხლი.

ოქროს მედლების მფლობელები მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა ნინო ოძელაშვილმა და ევროპის ჩემპიონმა ბექა ბერძენიშვილმა მოიპოვეს.

72 კგ. წონით კატეგორიის ნახევარფინალში ნინო ოძელაშვილმა რუსი ოლგა ზახარცოვა დაამარცხა, ხოლო ფინალში ბელორუსი მოჭიდავე ანჟელა ჟილნისკაიას სძლია.

რაც შეეხება ბერძენიშვილს, მან ფინალური ორთაბრძოლა მლოდოველ დენის ტაჩისთან წარმატებით ჩაატარა და ოქროს მედალს დამსახურებულად დაეუფლა.

ბრინჯაოს მედლები მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ელენე ქებაძემ (80+ კგ.), სალომე აბაშიძემ (60კგ.) და ბექა ბერულავამ (82 კგ.) მოიპოვეს.

აქვე გეტყვით, რომ ქართველი გოგონები გუნდურ ჩათვლაში მე-3 პოზიციაზე გავიდნენ.

ცხელი ამბები