გორგოძეს ტიტულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა
Aa
Aa

გორგოძეს ტიტულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა

ბრაზილიის ქალაქ კურიტიბაში ქალთა საჩოგბურთო 25 000-იანი ტურნირი გაიმართა, რომელშიც ეკატერინე გორგოძე, როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში მონაწილეობდა.

ეკომ ერთეულთა შორის 1/4 ფინალამდე გააღწია, სადაც რუმინელ ადინა კრისტიანთან 3 სეტში დამარცხდა. რაც შეეხება წყვილთა თანრიგს, ქართველმა მასში გაცილებით წარმატებით იასპარეზა და ჩილელ მეწყვილესთან, დანიელა სეგულისთან ერთად ფინალში გავიდა.

გორგოძე/სეგულის დუეტი გადამწყვეტ მატჩში მასპინძლებს - პაულა კრისტინა გონსალვეშსა და ლუიზა სტეფანის დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში, 7:6; 6:7; 2:10 წააგო.

ეკატერინე გორგოძე WTA-ს ახალ რეიტინგში 150-ე პოზიციაზეა, რაც ქართველებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია. მარიამ ბოლქვაძე მსოფლიოს 284-ე ჩოგანია, სოფია შაფათავა 433-ე, ხოლო ოქსანა კალაშნიკოვა - 811-ე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები