ბუფონმა ახალი პირადი რეკორდი დაამყარა!
Aa
Aa

ბუფონმა ახალი პირადი რეკორდი დაამყარა!

გუშინ ღამით, იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, ტურინის „იუვენტუსმა“ საკუთარ მოედანზე მილანის „ინტერი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2-0 დაამარცხა. ეს კი, „ბიანკონერის“ ლეგენდარული მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონისთვის „სერია ა“-ში რიგით მერვე მატჩი გამოდგა, რომელშიც მას გოლი არ გაუშვია.

ამრიგად, ჯანლუიჯი ბუფონის მშრალმა სერიამ უკვე 746 წუთს მიაღწია. 38 წლის ლეგენდარული კიპერისთვის კი, ეს იტალიის „სერია-ა“-ში დამყარებული ახალი პირადი რეკორდია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები