Aa
Aa

"იუვე" ვარანს არ ეშვება

ფრანგული და ესპანური პრესის ერთობლივი ცნობებით, ტურინის „იუვენტუსს“ რაფაელ ვარანის გადაბირება სურს. 25 წლის უკანახაზელი „რეალში“ მერვე სეზონს ატარებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 500 მილიონი ევრო გახლავთ.

L’equipe-ს ინფორმაციით, ტურინელებს ურთულესი მოლაპარაკებები ელით, რადგან „სამეფო კლუბი“ ფრანგი მცველის გაყიდვას არ აპირებს. თანაც, ვარანი ზიდანის ერთ-ერთი ფავორიტია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მის გაშვებას დათანხმდეს.

რაფა ვარანის საკუთარ რიგებში ხილვა წლებია „მანჩესტერ იუნაიტედს“ უნდა, თუმცა ამ კუთხით არანაირი პროგრესი არ შეინიშნება და მოლაპარაკებების სტადიაც კი არ დაწყებულა.

ტანმაღალი უკანახაზელი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 2011 წელს სწორედ ზიდანის რეკომენდაციის მოხვდა, მას შემდეგ კი „რეალთან“ ერთად 2-ჯერ ლა ლიგა და ესპანეთის სუპერ თასი, ერთხელ ქვეყნის თასი, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 3-ჯერ უეფას სუპერ თასი მოიგო. ვარანს „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები