Aa
Aa

"გრონკი" წავიდა...

„ნიუ ინგლენდ პეთრიოთსის“ სუპერვარსკლავმა, რობ გრონკოვსკიმ, კარიერა დაასრულა. 29 წლის ფეხბურთელმა საკუთარი გადაწყვეტილება გულშემატკივრებს „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული პოსტით ამცნო.

გრონკოვსკი „ნიუ ინგლენდის“ ღირსებას 9 წლის განმავლობაში იცავდა. იგი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და სუპერ ბოულის დასაკუთრება სამჯერ მოახერხა.

„გრონკს“ დიდი ხანია ტრავმები აწუხებს და კარიერის დასრულებას შარშანაც განიხილავდა, თუმცა „პეთრიოთსის“ მესვეურებმა მისი გადარწმუნება მოახერხეს. წლეულს ნიუ-ინგლენდელებმა მისი დაყოლიება ვეღარ მოახერხეს და რობი დიდი სპორტიდან წავიდა.

„ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა 20 წლის ვიყავი და NFL-ის დრაფტზე ჩემი ოცნება ახდა. ახლა კი, როცა რამდენიმე თვეში 30 წლის გავხდები, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებ. დღეს საფეხბურთო კარიერას ვასრულებ“. განაცხადა გრონკოვსკიმ.

„გრონკმა“ „პეთრიოთსის“ მაისურით ბურთი 521-ჯერ მიიღო და 79 თაჩდაუნი მიითვალა. მან „ნიუ-ინგლენდს“ 7861 იარდი მოუტანა და „პრო ბოულის“ შეხვედრაში მონაწილეობის პატივი 4-ჯერ ერგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები