ვან გაალმა მის კურიოზულ წაქცევაზე კომენტარი გააკეთა
Aa
Aa

ვან გაალმა მის კურიოზულ წაქცევაზე კომენტარი გააკეთა

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ „მანჩესტერისა“ და „არსენალს“ შორის მატჩის მიმდინარეობისას, საკმაოდ კურიოზული შემთხვევა დაფიქსირდა. მეოთხე არბიტრთან კამათის დროს, მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი მას უხსნიდა, თუ როგორ სიმულირებდა მეტოქე გუნდის ფეხბურთელი. ეს კი ჰოლანდიელმა სპეციალისტმა საკმაოდ არტისტულად გააფორმა და მოედანზე საკმაოდ სასაცილოდ დაეცა.

„ეს ზედმეტად ემოციური მომენტი იყო, რადგან იმ დროს საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე. ჩემს საქციელს ვნანობ. მაკრიტიკებენ, როდესაც ზედმეტად დიდ დროს ვატარებ სკამზე, ახლა კი იმის გამო მაკრიტიკებენ, რომ სკამიდან ავდექი. თუმცა, მე რათქმაუნდა ბოდიში მაქვს მოსახდელი. გულშემატკივრებს მოეწონათ ჩემი წაქცევა? ისინი ყოველთვის გონივრულად ვერ იქცევიან“ - განაცხადა ლუი ვან გაალმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები