ბასილაშვილმა ჰაასეს მარტივად სძლია და მაიამის მასტერსის მერვედფინალშია!
Aa
Aa

ბასილაშვილმა ჰაასეს მარტივად სძლია და მაიამის მასტერსის მერვედფინალშია!

ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსზე წარმატებულ სვლას განაგრძობს. ქართველმა მსოფლიოს მე-19 ჩოგანმა მე-3 წრეში რეიტინგის 65-ე ნომერი ჰოლანდიელი რობინ ჰაასე ორ სეტში 7:6, 6:3 მოუგო.

პირველ სეტში ჩოგბურთელებმა თითო ბრეიკი შეასრულეს და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც უფრო ძლიერი ბასილაშვილი აღმოჩნდა და 7:3 გაიმარჯვა.

პირველი სერი ბასილაშვილმა 7:6 მოიგო, რის შემდეგაც თამაში უფრო მშვიდად განაგრძო და თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებია.

მეორე სეტში ნიკას საკუთარი ჩაწოდება აღარ დაუთმია. ჰაასეს ბრეიკი შეუსრულა და 6:3 იმარჯვა.

მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ჰურკაცსა და ალიასიმეს შორის გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები