ოქრიაშვილმა ახალ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
Aa
Aa

ოქრიაშვილმა ახალ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას კვიპროსულ ''ანორთოსისში'' გააგრძელებს. ფეხბურთელმა 1tv.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ ''ანორთოსისთან'' ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

უახლოეს პერიოდში ''ანორთოსისის'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ ქეცბაია დაინიშნება. სწორედ ქეცბაიას ფაქტორის გამო გადაწყვიტა ოქრიაშვილმა კარიერის ''ანორთოსისში'' გაგრძელება.

გასული წლის მიწურულს ოქრიაშვილმა ''კრასნოდარი'' ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდ იყო.

მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ''კრასნოდარის'' მაისურით მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 1 გოლია, რომელიც მან ევროპა ლიგაზე ''სევილიასთან'' გაიტანა და ბრწყინვალე დარტყმით ''კრასნოდარს'' 3 ქულა მოუტანა.

ოქრიაშვილი ''კრასნოდარის'' ღირსებას 2016 წლიდან იცავდა. მოთამაშემ ტრავმების გამო რუსული კლუბის მაისურით მხოლოდ 20 მატჩი ჩაატარა. მან 3 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

2016 წლიდან მოყოლებული ფეხბურთელმა რუსული გუნდის რიგებში მხოლოდ 618 წუთი ითამაშა.

''კრასნოდარის'' გარდა ოქრიაშვილს უთამაშია ''გაგრას,'' დონეცკის ''შახტარის'' სარეზერვო გუნდის, ''ილიჩევეცის,'' ოდესის ''ჩერნომორეცის,'' ''გენკისა'' და თურქული ''ესქიშეჰირის'' შემადგენლობაში.

ასევე იხილეთ - წასაგები მატჩი, რომელიც შესაძლოა არ წაგვეგო - მსაჯის 2 შეცდომა, რომელმაც ყველაფერი გადაწყვიტა

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები