Aa
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედი" ტონი კროოსის შეძენას გეგმავს - სოლსკიაერის გეგმები

მიმდინარე სეზონის ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედი" შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და მათ სიაში ახალი გვარია - ტონი კროოსი.

"წითელმა ეშმაკებმა" გერმანელი შუახაზელი შესაძლოა 50 მილიონ ფუნტად შეიძინონ.

Sun-ის ინფორმაციით, "იუნაიტედი" კროოსის ხელში ჩაგდებას დიდი ძალებით ცდილობს და მოლაპარაკებების წამოწყებასაც გეგმავს.

კროოსს "რეალთან" კონტრაქტი 2022 წელს უსრულდება, თუმცა ესპანური გამოცემები ვარაუდობენ, რომ ზიდანის ახალ გუნდში მისი ადგილი შესაძლოა არ მოიძებნოს.

ზიზუ ცვლილებებით მოვიდა და ეს ყველა ზონას შეეხება, მათ შორის ნახევარდაცვასაც. მოდრიჩი-კროოსის წყვილმა თავისი გასაკეთებელი უკვე გააკეთა და ახლა ახალი სახეების დროა.

29 წლის კროოსი "მანკუნიანელთა" მოედნის ცენტრს იდეალურად მოერგება - ამავე აზრზეა სოლსკიაერიც, რომელიც ხვდება, რომ ნახევარდაცვაში მხოლოდ პოგბა ცოტაა და ეს "პსჟ"-სთან მატჩმაც დაადასტურა.

გერმანელ ნახევარმცველს შემოთავაზებები საკმაოდ აქვს. "პსჟ" კროოსის სანაცვლოდ ზაფხულში 68 მილიონი ფუნტის გადახდას გეგმავს.

აქვე გეტყვით, რომ "მანჩესტერი" სეზონის ბოლოს მინიმუმ 3 მოთამაშის გაშვებას აპირებს და ეს სოლსკიაერის მოთხოვნა გახლავთ.

ასევე იხილეთ - წასაგები მატჩი, რომელიც შესაძლოა არ წაგვეგო - მსაჯის 2 შეცდომა, რომელმაც ყველაფერი გადაწყვიტა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები