Aa
Aa

"რელთან მიმართებაში კვლავ არაფერია" - აზარმა მადრიდელებთან შეთანხმება უარყო

როგორც ვიცით, "რეალში" დაბრუნებული ზიდანის მთავარი სამიზნე "ჩელსის" ბელგიელი გარემარბი ედენ აზარი გახლავთ.

მიმდინარე კვირაში ესპანურმა და ბრიტანულმა გამოცემებმა დაწერეს, რომ თითქოს აზარმა და "რეალმა" შეთანხმებას მიაღწიეს და ბელგიელი მადრიდში 5 სეზონს გაატარებდა.

პრესა უკვე ედენის ანაზღაურების გარკვევას ცდილობდა, საბოლოოდ კი ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდა.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის სამშობლოში მყოფ აზარს ჟურნალისტები დაესივნენ და "რეალის" შესახებ ჰკითხეს.

"არა, არა მე აქ ამაზე სასაუბროდ არ მოვსულვარ. "რელთან მიმართებაში კვლავ არაფერია. მე ამჟამად სანაკრებო შეხვედრაზე ვარ გადართული და მხოლოდ მასზე ვფიქრობ და ვმუშაობ".

როგორც ხედავთ აზარის პასუხი სულ სხვა რამეზე მეტყველებს. ამ კომენტარის შემდეგ "ჩელსის" თავისი ლიდერის შენარჩუნების იმედი მიეცა.

ბელგიელს "არისტოკრატებთან" არსებული კონტრაქტი 2020 წელს უსრულდება და თავისუფალი აგენტი ხდება.

აზარს ორი არჩევანი აქვს - ზაფხულში "ჩელსის" დატოვებს, ან დარჩება და კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

შეგახსენებთ, რომ "რეალს" აზარის სათადარიგო გეგმაც აქვს. თუ მადრიდელები მას ვერ შეიძენენ, "ვესტ ჰემის" ბრაზილიელ შემტევ ფელიპე ანდრესონზე გადაერთვებიან.

ასევე იხილეთ - წასაგები მატჩი, რომელიც შესაძლოა არ წაგვეგო - მსაჯის 2 შეცდომა, რომელმაც ყველაფერი გადაწყვიტა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები