ირლანდიასთან მატჩის წინ - გამოჯანმრთელებული და დაშავებული მოთამაშეები
Aa
Aa

ირლანდიასთან მატჩის წინ - გამოჯანმრთელებული და დაშავებული მოთამაშეები

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ირლანდიასთან შეხვედრაში ჯანო ანანიძე და ჯიმი ტაბიძე ვერ დაეხმარებიან. რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები ეროვნულ გუნდს ირლანდიაში არ გაყვნენ.

CrystalSport-ის ინფორმაციით გიორგი მერებაშვილმა მცირე ტრავმა მოიშუშა და დიდი ალბათობით ირლანდიასთან თამაშს შეძლებს.

პოლონური პლოცკის ''ვისლას'' ფეხბურთელმა, გიორგი მერებაშვილმა ტრავმის გამო შვეიცარიასთან შეხვედრა გამოტოვა.

მერებაშვილის მსგავსად გუნდს ირლანდიაში გაჰყვა თორნიკე ოქრიაშვილიც.

ვლადიმირ ვაისმა ირლანდიის ნაკრების შესახებ პირველი კომენტარი შვეიცარიასთან დამარცხების შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ შემადგენლობაში ცვლილებები იქნება.

"რა თქმა უნდა, ირლანდია საკუთარ მოედანზე ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, რომ უიღბლო სერია შევწყვიტოთ და გავიმარჯვოთ.

ირლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ცვლილებები, რა თქმა უნდა, იქნება, მათ შორის იძულებითი ხასიათის. ჯიმი ტაბიძეს ტვინის შერყევა აქვს და ის ჩვენთან ერთად დუბლინში წამოსვლას ვერ შეძლებს. ცვლილებები შესაძლოა ტაქტიკურ სქემაშიც მოხდეს, შემიძლია ახლავე ვთქვა, რომ მინიმუმ 2-3 ცვლილებას განვახორციელებთ".

შეგახსენებთ, პირველ ტურში საქართველო ''დინამო არენაზე'' შვეიცარიასთან 0:2 დამარცხდა, ხოლო ირლანდიამ სტუმრად 1:0 სძლია გიბრალტარის ეროვნულ გუნდს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები