შვეიცარიული მედია: კაკაბაძის შესანიშნავი დაბრუნება
Aa
Aa

შვეიცარიული მედია: კაკაბაძის შესანიშნავი დაბრუნება

შვეიცარიული ''ლუცერნის'' ქართველი მცველი ოთარ კაკაბაძე მოედანს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში შვეიცარიასთან შეხვედრაში დაუბრუნდა. შვეიცარიული მედია კაკაბაძის მოედანზე დაბრუნებას ეხმაურება და მის თამაშს დადებითად აფასებს.

როგორც ''ლუცერნის'' სპორტულმა დირექტორმა რემო მიერმა აღნიშნა, კაკაბაძე ორი კვირის განმავლობაში გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, შემდეგ კი ''ლუცერნის'' 21 წლამდე გუნდში ითამაშა. მეიერი აღნიშნავს, რომ კაკაბაძეს ''ლუცერნის'' მთავარ მწვრთნელთან კომუნიკაცია ჰქონდა და მისი თამაში მოულოდნელი არ ყოფილა.

zentralplus-ი აღნიშნავს, რომ კაკაბაძემ შესანიშნავად ითამაშა და მოედანს ბრწყინვალე თამაშით დაუბრუნდა.

კაკაბაძემ 4 ნოემბრის შემდეგ პირველი მატჩი ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა. ტრავმის გამო საქართველოს ეროვნული ნაკრების უცვლელ წევრს რამდენიმე თვე გაუცდა.

ოთარ კაკაბაძემ შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ ქართულ მედიასთან ისაუბრა.

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროშესარჩევის მეორე ტურში. 26 მარტს სტუმრად ირლანდიას დაუპირისპირდება. მიკ მაკარტის გუნდმა პირველ ტურში სტუმრად გიბრალტარი დაამარცხა.

მთავარი ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები