ოძეკის პრივილეგია! ტოჩინოშინს წოდების დაბრუნება მომდევნო ბაშოზევე შეუძლია!
Aa
Aa

ოძეკის პრივილეგია! ტოჩინოშინს წოდების დაბრუნება მომდევნო ბაშოზევე შეუძლია!

2019 წლის ჰარუ ბაშო ტოჩინოშინისთვის ძალიან წარუმატებელი გამოდგა. ქართველმა სეკიტორმა ოძეკის წოდება დაკარგა.

ბოლო ტურნირებზე ლევან გორგაძე მუდმივად კადობანში იმყოფებოდა და ამის მიზეზი ტრავმები გახლდათ.

ყველამ კარგად იცის, რომ დაზიანებების გარეშე ლევანისთვის დადებითი ბალანსის დაფიქსირება პრობლემას არ წარმოადგენდა.

მიმდინარე ტურნირზე ტოჩინოშინი ძველი ტრავმით გამოდიოდა და ფეხს ბოლომდე ძალას ვერ ატანდა. რა თქმა უნდა იყო ლამაზი და დამაჯერებელი გამარჯვებებიც, თუმცა ვინც სუმოში ჩახედულია და ოდნავ მაინც ესმის, თუ რას ნიშნავს ფეხზე მცირე დისკომფორტი მაინც, ალბათ ყველაფერს მარტივად მიხვდება.

რაც შეეხება ოძეკობას, ამ რანგის სეკიტორს აქვს კიდევ ერთი პრივილეგია, რომელიც წოდების მომდევნო ბაშოშივე დაბრუნებას ითვალისწინებს.

თუ ლევან გორგაძე მომდევნო "ნაცუ ბაშოზე" 15-დან მინიმუმ 10 ბრძოლას მოიგებს, ის ოძეკობას დაიბრუნებს.

ასე, რომ ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის და ტოჩინოშინს ყველაფრის თავიდან დაწყება არ მოუწევს.

"ჰაცუ ბაშო" სტარტს 13 მაისს ტოკიოში აიღებს და 27 მაისამდე გაგრძელდება. იმედი ვიქონიოთ, რომ ლევანი სრულად გამოჯანმრთელდება და მაყურებელს იმ სუმოს უჩვენებს, რომლის გამოც ის არა მხოლოდ ქართველებმა, არამედ იაპონელებმაც შეიყვარეს და უდიდეს პატივსაც სცემენ.

ასევე იხილეთ - წასაგები მატჩი, რომელიც შესაძლოა არ წაგვეგო - მსაჯის 2 შეცდომა, რომელმაც ყველაფერი გადაწყვიტა

ცხელი ამბები