Aa
Aa

ტოჩინოშინმა ოძეკობა დაკარგა! მეტოქის დამაჯერებელი გამარჯვება

ქართველმა ოძეკმა ლევან გორგაძემ "ჰარუ ბაშოზე" გამოსვლა წარუმატებლად დაასრულა და ოძეკის წოდებას დაემშვიდობა...

ბაშოს დასკვნით დღეს ტოჩინოშინი სეკივაკე ტაკაკეიშოს შეხვდა, რომელთან დაპირისპირებაც ძალიან უჭირს. აქამდე ლევანი მას 6-ჯერ შეხვდა და 5 შემთხვევაში მარცხი განიცადა.

ასე მოხდა დღესაც. ტაკაკეიშომ ქართველ სეკიტორს შანსი არ დაუტოვა და ოშიდაშის ილეთით დოჰიოდან გააგდო.

მიმდინარე ბაშოზე ტაკაკეიშოს ბალანსი 9-6-თან იყო და კაჩი-კოში უკვე განაღდებული ჰქონდა, თუმცა მას ოძეკობის შანსი გაუჩნდა და ბალანსი 10-5-თთან წინსვლის საშუალებას აძლევდა. ტოჩინოშინის წინააღმდეგ გამარჯვება მისთვისაც დიდი მნიშვნელობის მატარებელი იყო.

ამრიგად, ლევან გორგაძის გაუთავებელმა ტრავმებმა შედეგი გამოიღეს და მან ოძეკის წოდება დაკარგა. ტოჩინოშინს ახლა წოდების დასაბრუნებლად ბრძოლა მოუწევს.

თუ ჯანმრთელობა ხელს შუწყობს გვჯერა, რომ ლევანი ოძეკობას დაიბრუნებს და მას მეტიც შეუძლია.

ასევე იხილეთ - ოძეკის პრივილეგია! ტოჩინოშინს წოდების დაბრუნება მომდევნო ბაშოზევე შეუძლია!

ცხელი ამბები