ხეცურიანის მე-15 ოქროს მედალი მსოფლიოს თასზე!
Aa
Aa

ხეცურიანის მე-15 ოქროს მედალი მსოფლიოს თასზე!

ქართველმა პარამოფარიკავემ, ირმა ხეცურიანმა იტალიის ქალაქ პიზაში დიდ წარმატებას მიაღწია. მან ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალურ შეხვედრაში ხეცურიანმა ჩინელი აო ლანჯუ 12:5 დაამარცხა და მორიგი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ირმა ხეცურიანმა მსოფლიოს თასზე მე-15 ოქროს მედალი მოიპოვა.

მედლისთვის იბრძოდა კიდევ ერთი პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ ნახევარფინალში გადასასვლელ შეხვედრა დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.

მსოფლიო თასის ტურნირი 23 მარტს რაპირით ფარიკაობაში გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები