ბასილაშვილმა ზვერევი იოლად დაამარცხა
Aa
Aa

ბასილაშვილმა ზვერევი იოლად დაამარცხა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მაიამის მასტერსი იოლი გამარჯვებით დაიწყო და გათამაშების მეორე წრეში გერმანელ მიშა ზვერევს 6:3; 6:2 მოუგო.

ქართველმა ჩოგბურთელმა შეხვედრა ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა, პირველ სეტში მან ადრეული ბრეიკი შეასრულა, რასაც თავისივე ჩაწოდების წაგება და იქვე ბრეიკი მიაყოლა, შემდეგ კი პარტია გამარჯვებამდე დამაჯერებლად მიიყვანა.

კიდევ უფრო მარტივი და მსუბუქი გამოდგა მეორე სეტი, რომელშიც ნიკამ 2 ბრეიკი შეასრულა, საკუთარი მოწოდება კი არ დაუთმია და თამაში 2 სეტში იოლად დახურა.

ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე რობინ ჰაასესა და ჯორჯ ჰარისის შეხვედრის გამარჯვებული იქნება. ჰარისი ტურნირზე გაელ მონფილსის ნაცვლად დაუშვეს, რომელმაც ტრავმის გამო განაცხადი მოხსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები