თურქული კლუბი ვატო არველაძით დაინტერესდა
Aa
Aa

თურქული კლუბი ვატო არველაძით დაინტერესდა

თურქული საფეხბურთო კლუბის, ''ტრაბზონის'' სკაუტთა გუნდი ვატო არველაძის თამაშის სანახავად თბილისს ეწვევა და საქართველო-შვეიცარიის მატჩს დაესწრება. ინფორმაციას თურქული fotomac-ი ავრცელებს. ვატო არველაძის აგენტი ცნობილი მინო რაიოლაა.

შესაძლოა ვატო არველაძემ კარიერა თურქულ კლუბში გააგრძელოს. მოგეხსენებათ, 90-იან წლებში შოთა და არჩილ არველაძეებმა ''ტრაბზონში'' ბრწყინვალე პერიოდი გაატარეს და კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაწერეს.

თურქული გამოცემა ასევე წერს, რომ ვატო არველაძე ''ქასიმფაშას'' ასაკობრივ გუნდში ასპარეზობდა, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა და გასულ წელს პოლონური ''კორონას'' ფეხბურთელი გახდა. 21 წლის ფეხბურთელმა პოლონეთის ჩემპიონატის გასულ 4 ტურში 4 გოლი შეაგდო და ეროვნულ ნაკრებში ვლადიმირ ვაისმა მიიწვია.

საქართველო - შვეიცარიის მატჩი 23 მარტს 18:00 საათზე თბილისის "დინამო არენაზე" გაიმართება. 

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები