ტაირონ ვუდლიმ მაკგრეგორი გამოიწვია
Aa
Aa

ტაირონ ვუდლიმ მაკგრეგორი გამოიწვია

ხაბიბ ნურმაგომედოვთან დაპირისპირების შემდეგ ამტყდარი ჩხუბის გამო კონორ მაკგრეგორმა დისკვალიფიკაცია მიიღო და ოქტაგონს აპრილამდე ვერ დაუბრუნდება. ირლანდიელი მებრძოლს ერთი სული აქვს საყვარელ საქმიანობას როდის გააგრძელებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ვის შეერკინება.

კონორს თავდაპირველად დონალდ სერონისთან სურდა ჩხუბი, მაგრამ რიგ მიზეზთა გამო გადაიფიქრა. რამდენიმე დღის წინ მაკგრეგორმა გულშემატკივრებთან საუბრისას ნეით დიაზთან და ხაბიბ ნურმაგომედოვთან მატჩრევანშიც ახსენა.

არავინ იცის მომავალში რა მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ირლანდიელთან ჯახის სურვილი UFC-ის ბევრს სპორტსმენს აქვს. ერთ-ერთი მათგანი, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ტაირონ ვუდლია. ეს უკანასკნელი საჩემპიონო ქამრის მფლობელი გახლდათ, მაგრამ ბოლო ორთაბრძოლაში კამარუ უსმანთან დამარცხდა.

ვუდლიმ ირლანდიელის შესახებ TMZ Sports-თან ისაუბრა და განაცხადა: „კონორს მოწინააღმდეგის შერჩევის უფლება არ აქვს. მან ბოლო ორთაბრძოლა წააგო. პლუს ამას ხაბიბთან კულტურული დაპირისპირება წამოიწყო და რამდენიმე დღის წინ გულშემატკივარს ტელეფონი წაართვა“.

„მას სერონისთან და დიაზთან უნდა ჩხუბი. არცერთი მათგან ჩემპიონი არ ყოფილა! ხაბიბთან ჯახს რაც შეეხება, როგორც ჩანს ირლანდიელი მატჩრევანშს ვერ მიიღებს, მეც ზუსტად ამ სიტუაციაში ვარ და რატომაც არა“?!

„ვინ არის ახლა ჩემთვის შესაფერისი ოპონენტი?! არავინ მახსენდება! ასე რომ რატომაც არა კონორი“?!

„ორთაბრძოლის ადგილს მნიშვნელობა არ აქვს! თუ უნდა ირლანდიაში ვეჩხუბები, თუ უნდა რუსეთში, თუ უნდა TMZ-ის ნიუსრუმში! ჰეი კონორ, ნუ იქნები მშიშარა ძუკნა და ჩემთან ბრძოლაზე თანხმობა განაცხადე".

მორიგი შეთავაზება კლიჩკოს! DAZN არ ნებდება

ცხელი ამბები