უაილდერი:
Aa
Aa

უაილდერი: "კლიჩკო შესანიშნავი მოკრივეა, მაგრამ მისი დრო წავიდა"

რამდენიმე კვირაა DAZN ვლადიმირ კლიჩკოს გადაბირებას აქტიურად ცდილობს. ბრიტანულმა კომპანიამ უკრაინელს სოლიდური წინადადებით მიმართა, თუმცა ეს უკანასკნელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

კრივის სამყაროში კლიჩკოს შესაძლო დაბრუნებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ თემის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში დეონტეი უაილდერმაც ისაუბრა. კითხვაზე გამართავდა თუ არა ვლადიმირის წინააღმდეგ ორთაბრძოლას, ამერიკელმა განაცხადა: "არა! ჯერ უნდა ვნახოთ როგორ დაბრუნდება და მოსამზადებელ შეხვედრებს როგორ ჩაატარებს“.

“კლიჩკო შესანიშნავი მოკრივეა, მაგრამ მისი დრო წავიდა. ცუდად არ გამიგოთ. მის კარიერას შეურაცხყოფას არ ვაყენებ. იგი ძლიერი მებრძოლი იყო, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია, თუმცა ახლა სხვა დროა“.

„როცა ჩემნაირი მოკრივის წინააღმდეგ გამოდიხარ მოსამზადებელი ორთაბრძოლების ჩატარება აუცილებელია. რინგზე გასვლისას ჩემი მთავარი მიზანი მეტოქის მოკვლაა და გასართობად ნამდვილად არ მცალია“.

„ვფიქრობ კლიჩკოს ჩემთან შერკინება არ უნდა. მას ჩემთან ჩხუბი რომ ნდომოდა დრო საკმარისად ჰქონდა, ახლა გვიანია“.

„ყოველთვის, როცა მისი დაბრუნების შესახებ საუბრობენ, დეონტეი უაილდერის სახელს არავინ ახსენებს. რატომ?! იციან, რომ ჩემთან ბრძოლა მისთვის ურთულესი იქნება და აუცილებლად დამარცხდება“.

მორიგი შეთავაზება კლიჩკოს! DAZN არ ნებდება

ცხელი ამბები