Aa
Aa

გოლდშმიდტმა "სენტ ლუისთან" გაახანგრძლივა

“სენტ-ლუის კარდინალსმა“ თანამედროვე ბეისბოლის ერთ-ერთ საუკეთესო პირველბაზელთან, პოლ გოლდშმიდტან, კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემა ESPN იუწყება

ახალი ხელშეკრულების თანახმად ყველა ვარსკლავის მატჩის ექვსგზის მონაწილე გუნდში კიდევ 5 წლით დარჩება და ანაზღაურების სახით ჯამში 130 მილიონ დოლარს მიიღებს.

„სენტ ლუისმა“ „გოლდი“ დეკემბერში გადაიბირა და მის სანაცვლოდ ლუკ ვივერი, კარსონ კელი და ენდი იანგი დათმო. პოლი წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი უნდა გამხდარიყო, მაგრამ „კარდინალსის“ მესვეურები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ და სჯერათ, რომ გოლდშმიდტან ერთად სერიოზულ წარმატებას მიაღწევენ.

31 წლის მოთამაშე დიდი ხანია MLB-ში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. შარშან იგი „არიზონა დაიმონდბექის“ ღირსებას იცავდა და გუნდის უდავო ლიდერი გახლდათ. „გოლდიმ“ გასულ სეზონში 33 ჰოუმ რანი მიითვალა და აქტივში 83 არბიაი ჩაიწერა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გოლდშმიდტი დაცვაში კარგი თამაშით გამოირჩევა და „კარდინალსს“ შარშან პრობლემები სწორედ ამ ასპექტში ჰქონდა.

.

ცხელი ამბები