Aa
Aa

აგენტი, რომელიც სალას ტრანსფერში იყო ჩართული, "კარდიფის" დირექტორს დაემუქრა

The Sun-ის ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად ემილიანო სალას ტრანსფერთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებში ჩართული აგენტი, უილი მაკკეი, „კარდიფის“ აღმასრულებელ დირექტორს, კენ ჩუს, პირისპირ შეხვედრისას დაემუქრა.

ბრიტანული გამოცემის ცნობით ეს უკანასკნელი იმდენად შეშინდა, რომ იძულები გახდა სამართალდამცველებისთვის მიემართა.

როგორც ირკვევა მაკკეი მომხდარი ტრაგედიის შემდეგ „კარდიფის“ მესვეურებს რეგულარულად ურეკავდა და უმეტეს შემთხვევაში აგრესიული ტონით ესაუბრებოდა. ერთ-ერთი ასეთი ზარიდან რამდენიმე დღე იყო გასული, როცა მაკკეი ჩუს პირისპირ შეხვდა და მუქარა სწორედ ამ დროს განახორციელა.

The Sun-ის ცნობების შესახებ კომენტარი პოლიციის წარმომადგენლებმაც გააკეთეს. მათ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

სავარაუდოდ უილის ქმედებების განმაპირობებელი ფაქტორი „კარდიფის“ უარია. უელსურ კლუბს სალას ტრანსფერთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვს და გამოსასყიდი თანხის გადახდას გამოძიების დასრულებამდე არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ მაკკეის ოჯახი მოლაპარაკებებში უშუალოდ გახლდათ ჩართული და 15 მილიონი ფუნტიდან 10 პროცენტი და პლუს ბონუსები მათ ეკუთვნით.

ემილიანო სალას დედამ "კარდიფი" გააკრიტიკა

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები