მორიგი შეთავაზება კლიჩკოს! DAZN არ ნებდება
Aa
Aa

მორიგი შეთავაზება კლიჩკოს! DAZN არ ნებდება

ვლადიმირ კლიჩკოს რინგზე დაბრუნების შესახებ ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება. ბრიტანული გამოცემები იუწყებოდნენ, რომ უკრაინელთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა. მაშინ კლიჩკოს 30 მილიონი შესთავაზეს, თუმცა ვლადიმირმა უარი განაცხადა.

გერმანული გამოცემების ცნობით ამჯერად ყველაფერი სხვანაირადაა. როგორც ირკვევა კლიჩკოს DAZN-მა საკმაოდ სოლიდური წინადადებით კიდევ ერთხელ მიმართა მიმართა. ეს უკანასკნელი რამდენიმე დღის წინ დეონტეი უაილდერის გადაბირებას ცდილობდა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. შედეგად WBC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი მომდევნო შერკინებას დომინიკ ბრაზილის წინააღმდეგ გამართავს.

DAZN კლიჩკოს 60 მილიონ ფუნტ სტერლინგს ჰპირდება და 3 ორთაბრძოლის ჩატარებას სთავაზობს. უკრაინელის პასუხი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ შესაძლოა ვლადიმირმა დაბრუნების საკითხი სერიოზულად განიხილოს.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულმა მოკრივემ ბოლოს 2017 წლის აპრილში, „უემბლიზე“, ენტონი ჯოშუას წინააღმდეგ იჩხუბა. ვლადიმირმა „ეიჯეისთან“ შერკინების სანაცვლოდ სოლიდური ჰონორარი მიიღო და განცდილი მარცხის შემდეგ კრივიდან წავიდა.

კლიჩკოს კარიერის მანძილზე 69 დაპირისპირება აქვს გამართული. მან 65-ჯერ იმარჯვა მხოლოდ 5-ჯერ კი რინგი წაგებულმა დატოვა.

ედრიენ ბრონერი მორიგ სკანდალში გაეხვა

ცხელი ამბები