კარგი ამბავი ტურინიდან! ხედირას ვარჯიშის განახლებას ნება დართეს
Aa
Aa

კარგი ამბავი ტურინიდან! ხედირას ვარჯიშის განახლებას ნება დართეს

რამდენიმე წუთის წინ "ტურინის იუვენტუსმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ სამი ხედირას ვარჯიშის განახლების და საყვარელი საქმიანობის გაგრძელების ნება დართეს.

შეგახსენებთ, რომ გერმანელ ნახევარმცველს გულის პრობლემები ჰქონდა და მინდორზე გასვლას ამიტომ ვერ ახერხებდა. ერთი თვის წინ მან სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელმაც აჩვენა რომ ხედირას გულის მუშაობა ფეხბურთელისთვის ჩველებრივად არ შეიძლება მიიჩნეოდეს. ამიტომ მას სარეაბილიტაციო პერიოდის გავლა მოუწია.

როგორც "ბებერი ქალბატონი" იტყობინება ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და სამი საყვარელ საქმიანობას უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება.

"სამი ხედირამ კარდიოლოგიური ტესტები წარმატებით გაიარა და ახლა შეუძლია ინტენსიურ სპორტულ აქტივობებს დაუბრუნდეს".

გერმანელი ნახევარმცველი "ბიანკონერის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მან ტურინს "მადრიდის რეალიდან" მიაშურა.

ასევე იხილეთ - ტრაგედია ფუტსალში - 28 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები