პოგბა ცეცხლს ეთამაშება! ფრანგმა ჯერ
Aa
Aa

პოგბა ცეცხლს ეთამაშება! ფრანგმა ჯერ "რეალი" შეაქო, შემდეგ "ბარსა"

პოლ პოგბა შესანიშნავი ფეხბურთელია და მისი საკუთარ რიგებში ხილვა რამდენიმე ევროპულ გრანდს სურს. საინტერესოა თავად 26 წლის ნახევარმცველს რომელი გუნდის მაისურის მორგება უნდა.

"მანჩესტერის" ქომაგები დარწმუნებულები არიან, რომ პოგბა "ოლდ ტრაფორდზე" დარჩება, თუმცა მისი ბოლოდროინდელი განცხადებები ნამდვილად არ ესიამოვნათ. "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრების გარდა ფრანგმა "ლოს ბლანკოსის" და "ბლაუგრანას" ფანატებიც "განარისხა".

ყველაფერი საფრანგეთის ნაკრების პრესკონფერენციაზე დაიწყო, სადაც პოგბამ "სამეფო კლუბის" შესახებ ისაუბრა და აღნიშნა: "ყოველთვის ვამბობდი, რომ "რეალი" ნებისმიერი ფეხბურთელისთვის საოცნებო კლუბია. "ლოს ბლანკოსი" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. თან ზიდანთან მუშაობა ყველას ოცნებაა, ვისაც ფეხბურთი უყვარს".

"სანტიაგო ბერნაბეუს" მკვიდრების შექებიდან რამდენიმე საათის შემდეგ პოგბამ აზრი შეიცვალა. ფრანგმა ფეხბურთელმა Eurosport-თან ისაუბრა და ამჯერად ხოტბა "რეალის" მოსისხლე მტერს შეასხა.

"ბარსელონა" საუკეთესო კლუბია! მისი თამაშის ხილვა დიდი სიამოვნებაა. "ბლაუგრანას" ღირსებას შესანიშნავი მოთამაშეები იცავენ. ერთი მათგანი (ლეო მესიზეა საუბარი) კი ყველა სხვა ფეხბურთელზე მაღლა დგას".

ასევე იხილეთ - თურქმა ფეხბურთელმა ქომაგებს სასქესო ორგანო უჩვენა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები