ემილიანო სალას დედამ
Aa
Aa

ემილიანო სალას დედამ "კარდიფი" გააკრიტიკა

ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, ემილიანო სალას, დედამ "კარდიფი" გააკრიტიკა და სამართლიანობის აღდგენა მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავი, რომელშიც არგენტინელი თავდამსხმელი იმყოფებოდა, რადარებიდან 21 იანვარს გაქრა. მაშველებმა სალას ცხედარი რამდენიმე დღის შემდეგ აღმოაჩინეს. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი კი დღემდე უცნობია.

მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს და ამიტომ "კარდიფი" "ნანტისთვის" გამოსასყიდი თანხის  გადახდას გამოძიების დასრულების შემდეგ გეგმავს. უელსური კლუბის გადაწყვეტილება ემილიანოს დედასთვის კატეგორიულად მიუღებელია. იგი თვლის, რომ "კარდიფი" ამ საქციელით მისი შვილის ხსოვნას შეურაცხყოფს.

ქალბატონმა მერსედეს ტაფარელმა საკუთარი პოზიცია L'Equipe-სთვის მიცემულ ინტერვიუში დააფიქსირა და განაცხადა: "ემილიანომ ხელშეკრულება პრესის წარმომადგენლების თვალწინ! ყველას თვალწინ! გააფორმა და ამიტომ მათ გამოსასყიდი თანხა უნდა გადაიხადონ".

"ვთვლი თუ არა, რომ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფას აყენებენ? დიახ! ემილიანოს კონტრაქტისთვის ხელი რომ არ მოეწერა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა",

"ისინი (კარდიფი) დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებენ და ცდილობენ გაარკვიონ რა მოხდა, რაც სავსებით ლოგიკური და გასაგებია, მაგრამ თავიანთ სიტყვას პატივი უნდა სცენ. ემილიანოს ხელმოწერის ასე უგულებელყოფა არ შეიძლება".

"დიახ! ძალიან გაბრაზებული ვარ! მათ ემილიანოზე სათანადოდ არ იზრუნეს! ფეხბურთელზე, რომლის სანაცვლოდაც ამხელა თანხა გადაიხადეს და არ იზრუნეს ისე, როგორც საჭირო იყო"...

"მე ჩემი შვილის ხსოვნის გამო სამართლიანობის აღდგენა მინდა. მხოლოდ სიმართლე! სხვა არაფერი! თუ ეს ყველაფერი ვიღაცის შეცდომის გამო მოხდა, მან პასუხი უნდა აგოს".

ასევე იხილეთ - არველაძის ბრწყინვალე გოლი შვეიცარიელთა კარში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები