''კრილიას'' მწვრთნელი: ''ანანიძეს მთელი კარიერა წინ აქვს, ის მხოლოდ 26 წლისაა''
Aa
Aa

''კრილიას'' მწვრთნელი: ''ანანიძეს მთელი კარიერა წინ აქვს, ის მხოლოდ 26 წლისაა''

''კრილია სოვეტოვის'' მთავარმა მწვრთნელმა მიოდრაგ ბოჟოვიჩმა sovsport-თან სამარული კლუბის ქართველი ფეხბურთელის, ჯანო ანანიძის შესახებ ისაუბრა.

კითხვას თუ რამდენად ელოდა ჯანო ანანიძისგან ასეთ შთამბეჭდავ დებიუტს, ბოჟოვიჩმა შემდეგი პასუხი გასცა: ''რა თქმა უნდა ველოდი. ზამთარში მედია წერდა, რომ ანანიძე და სამედოვი ჩვენს გუნდში კარიერის დასასრულებლად გადმოვიდნენ, რაც ნამდვილად არ მესმოდა. ანანიძე ჯერ ხომ მხოლოდ 26 წლისაა და მთელი კარიერა წინ აქვს.

ანანიძე სეზონის ბოლომდე დაგვეხმარება, შემდეგ კი ''სპარტაკში'' დაბრუნდება და თავს წარმოაჩენს, რაშიც ეჭვი არ მეპარება.

''კრილიას'' სათამაშო სქემაში ანანიძე და სამედოვი თავს შესანიშნავად გრძნობენ. სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ ორივე ფეხბურთელისგან პროგრესს ველით.''

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის დასაწყისში ანანიძის არნემის ''ვიტესში'' ტრანსფერი ჩაიშალა და მოსკოვის ''სპარტაკმა'' ''კრილია სოვეტოვში'' გაანათხოვრა.

ანანიძე ''კრილია სოვეტოვის'' ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ მიოდრაგ ბოჟოვიჩთან 2013-14 წლებში მუშაობდა.

სამარულ კლუბში გადასვლის შემდეგ ანანიძემ რუსეთის პრემიერლიგაში 4 მატჩი ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ ანანიძემ სადებიუტო მატჩში მოსკოვის ''ლოკომოტივს'' გოლი გაუტანა.

ბრწყინვალე დებიუტი! - ანანიძის გოლი სადებიუტო მატჩში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები