ზლატან იბრაჰიმოვიჩის 10 საუკეთესო გამონათქვამი
Aa
Aa

ზლატან იბრაჰიმოვიჩის 10 საუკეთესო გამონათქვამი

1.იბრაჰიმოვიჩის განცხადება, როდესაც შვედეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა:

„ფაქტია, რომ ჩემს გარეშე იქ არაფერი იქნება სანახავი. მსოფლიო ჩემპონატის ყურებას არ ვაპირებ“.

 

2. შვედის პასუხი არსენ ვენგერს, როდესაც ფრანგმა იგი სინჯებზე მიიწვია:

„გამორიცხულია, ზლატანი სინჯებზე არ დადის“.

 

3. როდესაც კითხეს, თუ რის ჩუქებას აპირებდა იგი, ცოლისთვის დაბადების დღეზე:

„არაფრის! მას უკვე ჰყავს ზლატანი“.

 

4. როდესაც განიხილავდნენ, რამდენად დააკლდებოდა ტრავმირებული ზლატანი გუნდს:

„ტრავმირებული ზლატანი უდიდესი დანაკლისია ნებისმიერი გუნდისთვის“.

 

5. ქალი ჟურნალისტის კითხვა, მის სექსუალურ ორიენტაციაზე:

„მოდი ჩემთან სახლში და გაიგებ. შენი დის წამოყვანა არ დაგავიწყდეს!“

 

6. პასუხი კითხვაზე, თუ ვინ არის ზლატანისთვის მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი:

„ასეთად ჯერჯერობით არავის მივიჩნევ, თუმცა როდესაც შევხვდები, მასზე აუცილებლად ვიქორწინებ!“

 

7. „ლივერპულის“ მცველის, სტეფან ჰენჩოსის გაბითურების შემდეგ:

„მარცხივ წავედი - წამომყვა, მარჯვნივ წავედი - კიდევ წამომყვა. შემდეგ ისევ მარცხნივ წავედი და ის „ჰოთ დოგის“ საყიდლად წავიდა“.

 

8. როდესაც რუნი-ვან პერსისა და სუარესი-სტარიჯის დუეტს შორის საუკეთსოს არჩევა თხოვეს, ზლატანმა უპასუხა:

„ვინ არის სტარიჯი?“

 

9. კითხვაზე, თუ რომელია მოედანზე მისი საყვარელი პოზიცია, ზლატანის პასუხი იყო:

„11-ვე. კარგი ფეხბურთელი მოედნის ნებისმიერ ადგილას კარგად უნდა თამაშობდეს“.

 

10. მის ყოფილ თანაგუნდელ, მარიო ბალოტელიზე:

„ფეიერვერკები მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ მე მათ სახლისა და ქაბაბის სტენდებისგან მოშორებით ვაყენებ. მე საკუთარ სახლში  ხანძარს არასოდეს გავაჩენ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები