კანალესი:
Aa
Aa

კანალესი: "როგორც თითქმის ყოველთვის ხდება ხოლმე, ის გამოჩნდა და სამი ქულა წაიღო"

სევილიის „რეალ ბეტისის“ ესპანელმა ნახევარმცველმა სერხიო კანალესმა ტრავმისა და უმძიმესი დროების შემდეგ თავის კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო.

28 წლის კანალესი ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრებშიც გამოიძახა. მიმდინარე სეზონში ის „ბეტისის“ ერთ-ერთი ლიდერია და რაც ახლა ხდება ყველაფერი ლოგიკურია.

კანალესმა Marca-სთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც „ბეტისის“ ბოლო მატჩი გაიხსენა და ლეო მესის საოცარ პერფორმანსზე ისაუბრა.

მსოფლიოში საუკეთესოა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს მოედანზე საოცრად ითამაშა. გადახედეთ მატჩებს და შეადარეთ. ის ამას ყოველ წელს, ყოველ შეხვედრაში აკეთებს, უკვე ამდენი წელია.

ამ დონის ასე და ამდენი ხნით შენარჩუნება - ეს არის რაღაც, რაც აქამდე არასდროს გვინახავს. ჩვენ გაგვიმართლა, რომ ამ ადამიანს ჩვენს ლიგაში უკვე წლებია ვუყურებთ.

„ბეტისის“ ქომაგების აპლოდისმენტები - ეს ამ ხალხის სიდიადეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. რაც მათ იხილეს, ეს რეაქცია ლოგიკური იყო. როდესაც მეტოქე გუნდის ქომაგი აპლოდისმენტებით გაჯილდოვებს, ეს ყოველთვის განსაკუთრებული და ლამაზი სანახავია.

დიახ, მესის თამაშის ხილვა ტელევიზორის მსგავსადაც მინდვრიდანაც სასიამოვნო სანახავია, თუმცა განსხვავება ის არის, რომ ტელევიზორში ყურების დროს სიამოვნებას იღებ, ხოლო მოედანზე მის წინააღმდეგ შენ იტანჯები.

ჩვენ ამ შეხვედრაში კარგად ვითამაშეთ, მოედანზე სწორად ვმოქმედებდით. ყველაფერი განსაზღვრული გვქონდა. გოლის გაშვების დროსაც კი ვიცოდით რა უნდა გვექნა, კარგად ვკითხულობდით თუ რა ხდებოდა მოედანზე, თუმცა როგორც თითქმის ყოველთვის ხდება ხოლმე, ის გამოჩნდა და სამი ქულა წაიღო“.

ასევე იხილეთ - მეცნიერებს სჯერათ, რომ მესის კლონირება შესაძლებელია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები