არველაძის გოლი საუკეთესო სამეულში
Aa
Aa

არველაძის გოლი საუკეთესო სამეულში

პოლონეთის ექსტრაკლასას 26-ე ტურის საუკეთესო გოლის გამოსავლენად გამოკითხვა გაიმართა. მესამე ადგილზე ვატო არველაძის გოლი გავიდა, რომელიც მან გასვლით მატჩში ''იაგიელონიას'' გაუტანა. გამოკითხულთა 11 პროცენტმა მხარი 21 წლის ქართველის გოლს დაუჭირა.

ქართველმა ფეხბურთელმა პოლონეთის ჩემპიონატის უკანასკნელ 4 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 1 პენალტი გამოიმუშავა. ''იაგიელონიასთან'' გასვლით მატჩში არველაძე სასტარტოში მოხვდა და 65-ე წუთზე შეცვალეს. მატჩი ''იაგიელონიამ'' 1:3 დათმო.

 

შეგახსენებთ, ვლადიმირ ვაისმა არველაძე ეროვნულ ნაკრებში შვეიცარიასთან და ირლანდიასთან მატჩებისთვის იხმო. არველაძე, რომელიც გასულ ზაფხულში თბილისის ''ლოკომოტივიდან'' პოლონურ ''კორონაში'' გადავიდა, ეროვნული ნაკრების ერთადერთი დებიუტანტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები