ფედერერი:
Aa
Aa

ფედერერი: "ამჟამინდელი ფორმითა და სხეულის კონდიციებით კმაყოფილი ვარ"

მაიამის მასტერსის დაწყებამდე, რეპორტიორების წინაშე წარსდგა როჯერ ფედერერი, რომელმაც დუბაიში კარიერის მე-100 ტიტული მოიგო, მაიამის სანაპიროზე კი 101-ე ტრიუმფს დაუმიზნებს. ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ინდიან უელსის ტურნირის ფინალი გაიხსენა, მაიამიში ყოფნით კი კმაყოფილება გამოთქვა.

„ფინალური შეხვედრა დომინიკმა უკეთესად ჩაატარა. მეც და მასაც კარგი კვირა გვქონდა, არ ვთვლი, რომ რაიმე ცუდად წავიდა და შესაძლებლობა ხელიდან გავუშვი.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ამჟამინდელი ფორმითა და სხეულის კონდიციებით კმაყოფილი ვარ. ეს ყველაფერი მაიამის ტურნირზე თამაშის საშუალებას მაძლევს და აქ ყოფნით ბედნიერი ვარ“.

მაიამის მასტერსის ძირითადი ბადის მატჩები გუშინ დაიწყო, ფედერერი პირდაპირ მეორე წრეშია დაშვებული და იქ რადუ ალბოტისა და მეტიუ ებდენის შეხვედრის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ATP-ს ყველა დროის რეკორდი ჯიმი კონორსს ეკუთვნის, რომელმაც კარიერაში 109 ტურნირი მოიგო, მოქმედ ჩოგბურთელთაგან ფედერერს 100, ნადალს - 80, ხოლო ჯოკოვიჩს 73  ტიტული აქვს მოპოვებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები