ტიმი:
Aa
Aa

ტიმი: "მსგავსი ტიტულის მოგების დრო იყო"

ავსტრიელმა ჩოგბურთელმა, დომინიკ ტიმმა მასტერსის სერიის ტურნირი კარიერაში პირველად მოიგო. მან ინდიან უელსის ტურნირის ფინალში როჯერ ფედერერს აჯობა, ახლა კი უკვე მაიამის მასტერსისთვის ემზადება.

ტიმს ჟურნალისტები ესაუბრნენ და განვლილი გათამაშების შეფასება სთხოვეს. 25 წლის ავსტრიელმა აღნიშნა, რომ მისთვის მსგავსი მასშტაბის ტურნირის მოგება დროული იყო, რადგან ასეთ წარმატებასთან რამდენჯერმე ახლოს იყო.

„მადრიდის მასტერსზე ბოლო 2 სეზონში ტიტულის მოგებასთან საკმაოდ ახლოს ვიყავი, ახლა კი დრო იყო, რომ ტიტულიც მომეგო. ასეთ ტურნირზე გამარჯვება, თითქმის სლემის მოგებას უდრის.

უძლიერესი ჩაწოდების მქონე რაონიჩის დამარცხება მომიწია, როჯერ ფედერერი კი უდიდესი ლეგენდაა და მასთან ფინალში ვითამაშე. დიდი სლემის ტურნირებზეც სწორედ ასეთ ძლიერ ჩოგბურთელებთან თამაში და მათი დამარცხება გიწევს. ასე რომ, რთული ტურნირი იყო და მოხარული ვარ, რომ წარმატებას მივაღწიე“.

ტიმს ATP-ს კარიერაში ჯამში 12 ტიტული აქვს მოგებული, მათგან 250-იანთა კატეგორიის ცხრა ტურნირია, 500-იანი - 2, ხოლო მასტერსის, იგივე 1000-იანი - 1.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები