Aa
Aa

კოლუმბიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ხონ ვიაფარა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია კოლუმბიის პოლიციამ გუშინ გაავრცელა.

„ხონ ედუის ვიაფარა მინა ამ ნარკოდაჯგუფების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წევრია. ამ ჯგუფს ცენტრალური ამერიკის ქვეყნებსა და მექსიკაში ნარკოტიკი გადაჰქონდა.

ეს ყველაფერი წმინდა კრიმინალურ ხასიათს ატარებდა, რადგან არსებობს ეჭვი, რომ ხსენებული ობიექტების გარდა, ნარკოტიკებს ტექსასშიც ავრცელებდნენ. ჩვენმა ტექსასელმა კოლეგებმა ექსტრადაციის თხოვნით მოგვმართეს, მათ კითხვები კოკაინით ვაჭრობასთან დაკავშირებით აქვთ“.

40 წლის ვიაფარა კოლუმბიის ქალაქ კალის ციხეში იმყოფება, იგი 4-დან ერთ-ერთია, რომლის ექსტრადაციასაც ტექსასელები ითხოვენ.

ხონ ვიაფარა საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი იყო და კოლუმბიის ნაკრების რიგებში 34 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სხვადასხვა დროს კი სამხრეთ ამერიკული არაერთი კლუბის გარდა, ინგლისურ „საუთჰემპტონსა“ და „პორტსმუთში“ და ესპანურ „სოსიედადში“ თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები