მეცნიერებს სჯერათ, რომ მესის კლონირება შესაძლებელია
Aa
Aa

მეცნიერებს სჯერათ, რომ მესის კლონირება შესაძლებელია

თანამედროვე სამყაროში შეუძლებელი პრაქტიკულად აღარაფერია, ამიტომაც მეცნიერები იმედოვნებენ, რომ "ბარსელონას" სუპერვარსკვლავის, ლიონელ მესის კლონირება შესაძლებელია. აღნიშნული განცხადება არკადი ნავარომ გააკეთა.

ნავარო "ევროპული გენეტიკური არქივის" ხელმძღვანელია და ერთ-ერთ ჟურნალთან საუბრისას აღნიშნა, რომ მესის მსგავსი ფეხბურთელის მიღება არარეალური ნამდვილად არაა.

"შეიძლება, რომ ჩვენ მესის მსგავსი ფეხბურთელი მივიღოთ. არგენტინელის ამჟამინდელი ტექნიკისა და უნარების კლონირება შესაძლებელია, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ მისი ტყუპის მსგავსი მოთამაშე შევქმნათ.

თუკი ორ ტყუპს მივიღებთ, მაშინ ერთ-ერთის გაყინვა და 20-30 წლის შემდეგ მისი გამოყენება იქნება შესაძლებელი. თუ ყველაფერი კარგად გაკეთდა, მესის კლონის მიღება არარეალური ნამდვილად არაა.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გენეტიკა გარკვეულ ფარგლებშია. კლონირებულ ადამიანს ისეთივე პოტენციალი ექნება, როგორიც მესის აქვს, მაგრამ ლიონელის საფეხბურთო თვისებები ორი კომპონენტისგან შედგება: 1) ძალიან მკაფიოა და მას გენეტიკა ჰქვია, 2) ინტელექტუალური, სიტუაციური და გარემოსთან შესაბამისი მოქმედებების შემცველი.

იმის თქმა მინდა, რომ მესი არის მესი და ის ასეთი მხოლოდ გენეტიკის გამო არაა. რა თქმა უნდა, პოტენციალი გენეტიკაშია, მაგრამ მას განვითარება და ამისთვის საჭირო გარემო სჭირდება". - ამბობს არკადი ნავარო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები