კვეკვესკირი:
Aa
Aa

კვეკვესკირი: "გულშემატკივრის მხარდაჭერა ახლა განსაკუთრებით გვჭირდება"

ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპი ხვალიდან იწყება, საქართველოს ნაკრები კი თავის პირველ შეხვედრას შაბათს, 23 მარტს, "დინამო არენაზე" შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს. მოახლოებულ მატჩზე ნიკა კვეკვესკირი საუბრობს, რომლის კომენტარსაც ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

„გულშემატკივრის მსგავსად, ჩვენც ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს. ერთა ლიგაზე მიღწეული დადებითი შედეგისა და შემტევი, ლამაზი ფეხბურთის ჩვენების შემდეგ ფეხბურთელებს, პირველ რიგში, ჩვენი რეალური შესაძლებლობები გვაინტერესებს. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და ამაზე უკეთეს გამოცდას ვერც წარმოვიდგენდით.

რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, თამაში ვიპოვეთ, რამაც თავდაჯერება შეგვმატა. ამას, რა თქმა უნდა, მაყურებლის ფაქტორი ემატება. ქართველი გულშემატკივარი ჩვენთვის ყოველთვის დიდი ძალაა და მითუმეტეს, ასეთ მატჩში მათი დახმარება განსაკუთრებით გვჭირდება.

ყველა მოთამაშე მოტივირებულია და შვეიცარიის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას ელოდება. რა თქმა უნდა, საკვალიფიკაციო ეტაპის კარგი თამაშითა და გამარჯვებით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია". - განაცხადა კვეკვესკირმა.

საქართველო-შვეიცარიის შეხვედრა შაბათს, 23 მარტს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიეყება. მატჩზე დასასწრები 5, 10, 15 და 25 ლარიანი ბილეთების შეძენა როგორც ინტერნეტით - tkt.ge-ზე, აგრეთვე „დინამო არენას“ სალაროებში ყოველდღიურად შეგიძლიათ. 

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები