ვინისიუსი:
Aa
Aa

ვინისიუსი: "ბარსელონა" უფრო მეტს იხდიდა, თუმცა მე უკეთესი პროექტი ავირჩიე"

მადრიდის "რეალის" თინეიჯერი ვარსკვლავი, ვინისიუს ჟუნიორი მისი ტრანსფერის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ "ბარსელონაში" გადასვლის შანსიც ჰქონდა. ბრაზილიელის თქმით, "ბლაუგრანა" მის სანაცვლოდ უფრო მეტ თანხას იხდიდა, ვიდრე - "რეალი", თუმცა თავად მადრიდელთა პროექტი აირჩია.

"მამაჩემთან ერთად "ბარსას" და "რეალს" ვესტუმრე და ორივე კლუბი მოგვეწონა. სიმართლე გითხრათ, კატალონიელები ჩემს ტრანსფერში უფრო მეტს იხდიდნენ, ვიდრე - "რეალი", თუმცა მე უკეთესი პროექტი ავირჩიე და "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაშს დავთანხმდი.

სანამ აქ გადმოსვლას გადავწყვეტდი, მარსელოსა და კაზემიროს ველაპარაკებოდი, რომლებიც ყველაფერს დაწვრილებით მიხსნიდნენ და არჩევანის გაკეთებაში დამეხმარნენ. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბრაზილიის გარეთ ვითამაშებდი". - აცხადებს ვინისიუსი.

18 წლის ბრაზილიელმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო, ესპანეთის თასზე 8 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 4-ჯერ ითამაშა.

ვინისიუს ჟუნიორი მადრიდის "რეალმა" 56 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბრაზილიური "ფლამენგოდან" შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები