ედრიენ ბრონერი მორიგ სკანდალში გაეხვა
Aa
Aa

ედრიენ ბრონერი მორიგ სკანდალში გაეხვა

ედრიენ ბრონერი უცხოური პრესის კრიტიკის ობიექტი ხშირად ხდება. ამერიკელი მოკრივე ყურადღების ცენტრში ამჯერად „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული პოსტის გამო მოექცა, სადაც ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა.

ბრონერის თქმით მას ერთ-ერთმა მამაკაცმა სოციალურ ქსელებში ინტიმური შინაარსის წერილი მისწერა და ყველაფერი სწორედ ამან განაპირობა: „თუ რომელიმე სულელი გეი ადამიანი ჰომოსექსუალიზმზე დამიწყებს საუბარს, ახლავე გეტყვით რა მოხდება“.

„თუ იარაღი არ მექნება მძიმე ნოკაუტში ჩაგაგდებთ და თუ იარაღი მექნება სახეში გესვრით“.

„არ ვხუმრობ! არ მჭირდება ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებული სისულელეები“.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში ბრონერი სკანდალში რამდენჯერმე გაეხვა. ბოლოს მას ბრალად სექსუალური ძალადობა ედებოდა, თუმცა 29 წლის მებრძოლი დამნაშავედ არ სცნეს.

რაც შეეხება ედრიენის სპორტულ კარიერას. ბრონერზე ერთ დროს დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ ბოლო შეხვედრაში მენი პაკიაოს წინააღმდეგ საშინლად იასპარეზა და კრივის ქომაგთა უმრავლესობის აზრით წარმატებას ვეღარასდროს მიაღწევს.

ასევე იხილეთ - ველომრბოლელი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპა

ცხელი ამბები