Aa
Aa

გეგა გეგეშიძე წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის საქმის განხილვა კვლავ გადაიდო..

გეგა გეგეშიძემ სხდომაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს.

გეგეშიძის ადვოკატმა, მარინა ცუცქირიძემ დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დათუნაშვილი კონფლიქტური პიროვნებაა და რომ მას სპორტსმენებთან კონფლიქტი საქართველოს ფარგლებს გარეთაც მოსვლია. ადვოკატის განმარტებითვე, დათუნაშვილს შენგენის ერთ-ერთ ქვეყანაში შესვლა აკრძალული ჰქონდა.

  

2019 წლის 11 იანვარს ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს შორის ფინალური შეხვედრისას, მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ჩხუბი მოჰყვა. 

დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუნაშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.

სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 22 იანვარს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავეს.

საბოლოოდ სასამართლომ გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და თანამდებობასაც ინარჩუნებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის საქმის მორიგი განხილვა 19 აპრილს 14:00 საათზე გაიმართება.

ცხელი ამბები