ანჩელოტი: „ზიდანი და „რეალი“ ერთმანეთისთვის არიან შექმნილი“
Aa
Aa

ანჩელოტი: „ზიდანი და „რეალი“ ერთმანეთისთვის არიან შექმნილი“

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, დარწმუნებულია რომ ზინედინ ზიდანი „სამეფო კლუბში“ წარმატებას კიდევ ერთხელ მიაღწევს.

შეგახსენებთ, რომ „ზიზუ“ „ლოს ბლანკოსს“ ერთხელ უკვე ედგა სათავეში და მაშინ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ დასაკუთრება მოახერხა.

ანჩელოტიმ ფრანგი სპეციალისტის დაბრუნებასთან დაკავშირებით France Football-თან ისაუბრა და განაცხადა: "ზიდანმა ზუსტად იცის რატომ დაბრუნდა და ჩემი აზრით მისი მადრიდული მომავალი უახლოეს პერიოდში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება. სეზონის დასრულებამდე მას წარუმატებელ ასპარეზობაში ბრალს ვერავინ დასდებს“.

"ზიდანს წინ რამდენიმე მშვიდი თვე ელის და ეს ძალიან დიდი უპირატესობაა. თანამედროვე ფეხბურთში იშვიათია მომენტი, როცა მთავარი მწვრთნელი ხარ და შენგან დადებითი შედეგის დაფიქსირებას პოსტზე დანიშვნის დღიდანვე არ ითხოვენ".

"„რეალში“ დაბრუნებით „ზიზუმ“ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მას დიდი დრო აქვს და შეუძლია მომავალი სეზონისთვის სათანადოდ მოემზადოს“.

"რეალი“ და ზიდანი ერთმანეთისთვის არიან შექმნილი. ისინი იდეალურ ქორწინებაში მყოფ წყვილს ჰგვანან. ზუსტად ამიტომ ვფიქრობ, რომ "სამეფო კლუბის" მესვეურების მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაამართლებს. მომდევნო სეზონში „რეალი“ როგორც საშინაო, ასევე საგარეო ასპარეზზე, ანგარიშგასაწევი ძალა იქნება“.

ასევე იხილეთ - DC კომიქსმა "ვალენსიას" ისევ უჩივლა - ესპანელთა თავხედური პასუხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები