Aa
Aa

"აიაქსის" და "ბარსას" ახალი გეგმა და ორმხრივი სარგებელი

„აიაქსი” და “ბარსელონა” ახალ გეგმაზე მუშაობენ და კლუბებს შორის ორმხრივი შეთანხმება საკმაოდ ახლოა.

როგორც მოგეხსენებათ, ამსტერდამელებსა და კატალონიელებს მსგავსი ფილოსოფია აქვთ და ეს იდეაც სწორედ აქედან წარმოიშვა, რომლისგანაც ორი მხარე სარგებელს ნახავს.

თუ კლუბები საბოლოოდ შეთანხმდებიან, სამომავლოდ ასეთი რამ მოხდება: 1) „ბარსელონას“ „აიაქსის“ ამომავალ ვარსკვლავებთან, რომლებიც ამსტერდამელთა აკადემიაში გაიზრდებიან პრიორიტეტული წვდომა ექნება და მათ შეძენას მარტივად შეძლებენ.

2) მეორეს მხრივ, „აიაქსს“ „ბარსას“ სკოლის „ლა მასიას“ ფეხბურთელების იჯარის წესით აყვანის უფლება ექნებათ. საუბარია მოთამაშეებზე, რომლებიც B გუნდში გამოდიან და სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდიან.

თუ ყველაფერი მხარეებისთვის დამაკმაყოფილებლად წარიმართა და შეთანხმება შედგა, „ბარსელონა“ „აიაქსის“ ტალანტებს ხელში მარტივად ჩაიგდებს, ამსტერდამელები კი „ლა მასიას“ აღზრდილებს „ერედვიზიონში“ წაიყვანენ.

უკვე ცნობილია, რომ „აიაქსის“ სკოლის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი წარმომადგენელი ფრენკი დე იონგი ახალი სეზონიდან „კამპ ნოუზე“ ითამაშებს, თუმცა „ბარსა“ ამაზე გაჩერებას არ გეგმავს და მატიის დე ლიხტის შეძენასაც ცდილობს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელებმა „აიაქსს“ პირველი შეთავაზება გაუგზავნეს, რომელიც ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროსა და პლუს ბონუსებს ითვალისწინებს.

„ბლაუგრანა“ ფიქრობს, რომ დე ლიხტის ტრანსფერი ზუსტად იმდენივე დაჯდება, რამდენიც დე იონგის იყო.

„ბარსელონა“ თვლის, რომ მატიის დე ლიხტს დღეიდან მაქსიმუმ ერთი თვის მანძილზე ოფიციალურად გაიფორმებს.

ასევე იხილეთ - რაბიოს დედა: „ადრიენი პატიმარია, იგი პსჟ-მ მძევლად აიყვანა"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები