Aa
Aa

ტოჩინოშინი ოძეკთა ჯახში ზედიზედ მეორედ დამარცხდა!

იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე "ჰარუ ბაშო" ნელ-ნელა დასკვნით ფაზაში შედის და ლევან გორგაძის მეტოქეებიც მეთოდურად რთულდება. ქართველ რიკიშის 10 დღის შედეგებით, ბალანსი 6:4-ზე ჰქონდა, დღეს კი თავისივე წოდების ტაკაიასუს დაუპირისპირდა.

29 წლის იაპონელი სუმოისტი მიმდინარე ბაშოზე მშვენივრად გამოიყურება და საწყისი 10-დან 8 ორთაბრძოლის მოგება შეძლო, უშუალოდ ტოჩინოშინთან კი ურთიერთშეხვედრებს 10:8-ს იგებდა.

დღევანდელი ორთაბრძოლა საკმაოდ თანაბრად წარიმართა, ორივე სეკიტორმა მავაშში ჩავლება აიღო, თუმცა ტოჩინოშინს ცალი ხელით ჰქონდა აღებული, იაპონელს კი - ორმაგი მავაში. შედეგად, ტაკაიასუმ ცუკიოტოშის ილეთით იმარჯვა და ბალანსი 9:2-ზე გაუხდა.

რაც შეეხება ლევანს, მან მიმდინარე ბაშოზე მეხუთე ორთაბრძოლა დათმო, რის გამოც მდგომარეობა საგრძნობლად გაირთულა და ბალანსი 6:5-ზე აქვს. 

"ჰარუ ბაშოს" მე-12 დღე ჩვენთვის განსაკუთრებულია, რადგან "ტოჩის" სუმოს ცოცხალ ლეგენდასთან, ჰაკუჰოსთან დაპირისპირება უწევს. მონღოლი იოკოძუნა 41 ბაშოს გამარჯვებულია და ამ მხრივ ყველა დროის რეკორდი ეკუთვნის, იგი 42-ე ბაშოს მოსაგებად იბრძვის.

ცხელი ამბები