Aa
Aa

ოფიციალურად! უაილდერი VS ბრაზილი!

WBC-ის ეგიდით მსოფლიო ჩემპიონი, დეონტეი უაილდერი, მომდევნო ორთაბრძოლას 19 მაისს, ნიუ-იორკში, დომინიკ ბრაზილის წინააღმდეგ გამართავს. მოკრივეებმა ყველაფერი ოფიციალურად დაადასტურეს და პირველი კონფერენცია გამართეს.

ჟურნალისტებთან საუბრისას უაილდერი ჩვეულ სტიქიაში იმყოფებოდა და საკუთარ თავში დარწმუნებული მებრძოლივით საუბრობდა: „მე ამ სულელ მოკრივეს ნოკაუტში ჩავაგდებ. იმედი მაქვს იგი კარგად მოემზადება და ბევრს ივარჯიშებს, სხვა შემთხვევაში არანაირი შანსი არ აქვს. ყველა მებრძოლი, რომელსაც აქამდე შევხვდი უშანსოდ გავანადგურე. დეონტეი უაილდერის დამარცხება არავის შეუძლია“.

„სავალდებულო მატჩების თავიდან მოშორება ყოველთვის კარგია. მოკრივეებს, რომლებიც ასეთ შეხვედრებში ჩემ წინააღმდეგ გამოდიან, მწერებს ვადარებ და ერთ-ერთ ასეთ მწერს სულ მალე გავსრეს“.

უაილდერისგან განსხვავებით ბრაზილი ოდნავ მოკრძალებული გახლდათ, თუმცა ხმამაღალი პროგნოზი მანაც გააკეთა.

„მე მაღალი დონის მოკრივე ვარ, მაგრამ რაღაცის სწავლა და პროგრესის მიღწევა ყოველთვის შეიძლება. პირველადაა შემთხვევა, როცა დეონტეი ისეთ მებრძოლს ეჩხუბება, რომელიც მისი სიმაღლესაა და მასზე უფრო ძლიერი და ათლეტურია. უაილდერი 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებში იღებდა მონაწილეობას, მსგავსი რამ 2012-ში მეც გავაკეთე, ასე რომ წინ საკმაოდ საინტერესო და დაძაბული ორთაბრძოლა გველის. სიმართლე გითხრათ დავიღალე იმით, რომ ეს კაცი WBC-ის საჩემპიონო ქამარს ატარებს. ხალხი გაოცებისგან წამოხტება, როცა უაილდერს ნოკაუტში ჩავაგდებ“.

ასევე იხილეთ - კონორ მაკგრეგორი "მანჩესტერის", პოგბას, რონალდუს და ზლატანის შესახებ

ცხელი ამბები