Aa
Aa

სარეკორდო კონტრაქტი MLB-ში! 430 მილიონი 12 წელიწადში!

ბეისბოლის უმაღლესი ლიგის წევრმა, „ლოს-ანჯელეს ენჯელსმა“, ამერიკული პუბლიკა შოკში ჩააგდო. ლოს-ანჯელესელებმა 27 წლის სუპერვარსკლავთან, მაიკ ტრაუტთან, კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ხელშეკრულება 12 წელზეა გათვლილი და ტრაუტი ანაზღაურების სახით ჯამში 430 მილიონ დოლარს მიიღებს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. აქამდე MLB-ში ყველაზე დიდი ხელფასი ბრაის ჰარპერს ჰქონდა, რომელმაც საკუთარი მომავალი „ფილადელფიას“ რამდენიმე დღის წინ დაუკავშირა.

ტრაუტი 2020 წელს თავისუფალი აგენტი ხდებოდა და „ენჯელსის“ მესვეურები ბოლო დღეების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მასთან კონტრაქტი გაეხანგრძლივებინათ. 27 წლის მოთამაშე MLB-ში ერთ-ერთი საუკეთესოა და მისი საკუთარ რიგებში ხილვით ბევრი გუნდი გახლდათ დაინტერესებული.

მაიკმა გასულ სეზონში ლოს-ანჯელესელების მაისური 140 შეხვედრაში მოირგო და 39 ჰოუმ რანთან ერთად 79 არბიაი მიითვალა. ტრაუტი დაცვაში თამაშითაც  გამოირჩევა და ექსპერტთა უმრავლესობის აზრით ამ კატეგორიაში თავის პოზიციაზე საუკეთესო გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები