Aa
Aa

ჯეი ჯეი რედიკის პირველი ორმაგი დუბლი

„ფილადელფია სევენთი სიქსერსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯეი ჯეი რედიკმა, „შარლოტ ჰორნეთსის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში ინდივიდუალური მიღწევა მიითვალა. 34 წლის კალათბურთელმა კარიერის მანძილზე ორმაგი დუბლი პირველად გაიფორმა.

რედიკი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მეცამეტე სეზონს ატარებს. აღსანიშნავია, რომ მას ორმაგი დუბლი არც კოლეჯში ყოფნისას ჰქონდა გაკეთებული.

NBA-ში ჯეი ჯეის კარიერა „ორლანდოში“ დაიწყო, რომელმაც იგი 2006 წლის დრაფტზე აირჩია. რედიკმა „მეჯიქის“ მესვეურების იმედები ვერ გაამართლა და „კლიპერსში“ აღმოჩნდა, სადაც საკუთარი პოტენციალი იდეალურად გამოავლინა.

იგი ლოს-ანჯელესელების ლიდერად ჩამოყალიბდა და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო მსროლელის სტატუსი დაიმკვიდრა. 2017 წელს რედიკი „ფილადელფიაში“ წავიდა და მიმდინარე სეზონს მშვენივრად ატარებს. ჯეი ჯეი საშუალოდ 17.6 ქულას, 2.3 მოხსნას და 2.7 შედეგიან გადაცემას აგროვებს. მის გუნდს კი საჩემპიონო ამბიციები აქვს.

ბრეტ ბრაუნის ბიჭები აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერები არიან და მესამე პოზიციაზე იმყოფებიან. „ფილას“ დიდი ხანია არ წაუგია და მომდევნო შეხვედრაში, მოსისხლე მტრის, „ბოსტონი სელტიქსის“ წინააღმდეგ წარმატებული სერიის გასაგრძელებლად ყველაფერს იზამს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები