Aa
Aa

ჰარდენმა ისტორია გადაწერა!

„ჰიუსტონ როქეთსის“ სუპერვარსკლავი, ჯეიმს ჰარდენი ბრწყინვალე სეზონს ატარებს. 29 წლის მსროლელი მცველის შეჩერებას ფაქტობრივად ვერავინ ახერხებს და გამონაკლისი არც „ატლანტასთან“ გამართული შეხვედრა ყოფილა.

„წვერამ“ თავი 31 ქულას მოუყარა და ისტორია დაწერა. ამერიკული გამოცემების ცნობით ჰარდენი NBA-ის არსებობის მანძილზე პირველი კალათბურთელი გახდა, ვინც ერთ სეზონში ყველა გუნდის წინააღმდეგ 30 ან მეტი ქულა გააკეთა.

„ჰოუქსთან“ მატჩში ჯეიმსმა 31 ქულასთან ერთად 10 შედეგიანი გადაცემა და 8 მოხსნა მიითვალა. მისმა გუნდმა კი აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი აუტსაიდერი დამაჯერებლად, 121-ით 105, დაამარცხა.

ჰარდენს მიმდინარე სეზონში ფენომენალური სტატისტიკა აქვს. ტეხასელთა ლიდერი საშუალოდ 35.9 ქულას, 6.4 მოხსნას და 7.6 შედეგიან გადაცემას აგროვებს. იგი იანის ანტეტოკოუნმპოსთან ერთად MVP-ისთვის ბრძოლაში გამოკვეთილი ფავორიტია.

„ატლანტასთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ მაიკ დენტონის გუნდს 45 გამარჯვება და 26 მარცხი დაუგროვდა. „როქეთსი“ დასავლეთ კონფერენციის მესამე ადგილს იკავებს და ლიდერ „გოლდენ სტეიტს“ 3 მოგებით ჩამორჩება.

ჯეიმს ჰარდენს და კომპანიას მიჯრით სამი შეხვედრაა არ წაუგიათ. ტეხასელები წარმატებული სვლის გაგრძელებას „მემფის გრიზლისთან“ მატჩში შეეცდებიან, რომელსაც გასვლაზე შეერკინებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები